1.ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი.2.ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს.3.ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.4.რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს.5.ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.6.ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს.7.რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?8.აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ!9.რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.10.ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.11.ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,12.რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;13.მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.14.არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.15.რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.16.გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.17.ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.18.რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ.19.ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი,20.რამეთუ არა სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა.21.რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?
თარგმანი: კუალად მათთა მათ მოძღუართა მოასწავებს თჳსისა პირისა შემოღებითა.
მოციქულისაჲ: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი (4,1).
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად დაემდაბლნეს მოძღუარნი იგი, აწ კუალად აღამაღლებს, რამეთუ სახელ-სდებს მათ მსახურად ქრისტესა და მნედ, გარნა, დაღაცათუ ესრეთ არსო, ვინმცა დაუტევა მეუფე და მსახურთა სახელიმცა უწოდა თავსა თჳსსა.
მოციქულისაჲ: და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი (4,1).
მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, ესე გამოვსახე თავსა ჩემსა და აპოლოს ზედა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწავოთ არა-ზრახვად უფროჲს წერილისა მის (4,6).
თარგმანი: აქამომდე ერისა მიმართ იტყოდა, ხოლო აწ მოიქცა მოძღუართა მიმართ და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენთჳს შემოვიღე თავი ჩემი და აპოლო შორის, რაჲთა არა თქუენ სახელ-გდვა და შესწუხნეთ. ამისთჳს ჩუენთჳს ვქმენ სიტყუაჲ, რაჲთა, გესმას რაჲ, ვითარმედ ჩემთჳს და აპოლოჲსთჳს ესრეთ ვიტყჳ, გულისჴმა-ჰყოთ თქუენთჳსცა. მოძღუართავე ეტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს შემოვიღე შორის თავი...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.
მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის-ვე, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-იდების, ვითარმცა მამის ცოლი ვის ცოლად ესუა, და თქუენ განლაღებულ ხართ და არა...
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:
...ქმნებიან, უკუეთუ არა სინანულითა მჴურვალითა ღირს იქმნენ შენდობასა. არარაჲ არს უკუე ცოდვაჲ, რომლისათჳს არა პატიჟისა თანამდებ ვართ, გინა თუ ნეფსითი იყოს, გინა თუ უნებლებით, ცებნით, გინა თუ უცებნელნი; ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით რასმე განვმარ-თლდები“; გინა თუ მეცნიერებით ვცოდოთ, გინა თუ უგულისჴმოებით და ცთომით, ვითარცა იგივე მოციქული კორინთელთა მიუწერს, ვითარმედ: „მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსი-თა, ეგრეთვე განრყუნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ“.
აწ უკუე ვინაჲთგან ამის ყოვლისათჳს სიტყჳს-მიცემაჲ თანანადებ არს ყოველთა კაცთა მიერ, ვითარ შენ უზრუნველად ჰზი და ურიდად იცინი, განსცხრები, იმღერი, ჰლაღობ და მოკიცხართა მსგავს ხარ? და უკუეთუ არა ვიცინოდი და ვლაღობდე, არამედ ვიგლოვდე, რაჲ სარგებელ მეყოსო? - იტყჳს ვინმე დაჴსნილთა და შუებისმოყუარეთაგანი. ამას იკითხავა, საყუარელო, თუ რაჲ სარგებელ არს გლოაჲ?
დიდ არს სარგებელი გლოისაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ სიტყუაჲ სარგებელსა გლოჲსასა გამოჩინებად ვერ მისწუთების. არა არს სასჯელი ღმრთისაჲ მსგავს სასჯელსა კაცთასა; რამეთუ კაცობრივსა სამსჯა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:
...(რომ. 14,10) და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი“.
აწ უკუე ვითარ გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“? და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“. და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.
იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს,...
სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ:
...არცა-იგი პავლე წამებს ყოველთათჳს და იტყჳს, ვითარმედ: „აქა ჟამამდე გუშიისცა და გუწყურისცა და ვიქენჯნებით და განუსუენებელ ვართ და ვშურებით“. და მცირედ ზემორე ამათ სიტყუათასა იტყოდა, ვითარმედ: „თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა“. რაჲ არს თითისსაჩუენებელ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ერთსა ყურესა სოფლისასა ანუ ერთსა ადგილსა აღესრულნეს ღუაწლნი ჩუენნი, არამედ ყოველთავე სახილველ და საცნაურ იქმნნეს. ხოლო რაჲ არს „ანგელოზთა და კაცთა“? ესე იგი არს, ვითარმედ იქმნების საქმე სახილველი კაცთაჲ ხოლო და არა ანგელოზთაცა ხილვისა ღირსი, ოდეს უნდოჲ რაჲმე და მცირე იყოს; ხოლო ჩუენნი მოღუაწებანიო და შრომანი ესოდენნი იქმნნეს და ესევითარნი, ვიდრეღა ანგელოზნიცა შემოკრბეს ხილვად გარდამატებულისა მის შრომისა და სათნოებათა და ღუაწლთა სიმრავლისა. და ვითარცა ოდეს საკჳრველსა რასმე და უცხოსა საქმესა ხედვიდენ კაცნი, თითითა უჩუენებენ ურთიერთას, ეგრეთვე ანგელოზთა თითისსაჩუენებელ იქმნა მოღუაწებაჲ და ახოვნებაჲ მოციქულთაჲ და განკჳრვებულნი ხედვიდეს კაცთა მათ, შემოსილთა ჴორცითა, ვითარ აღასრულებდეს საქმეთა უაღრესთა ანგელოზებრივისა მის ბუნებისათა. ამისთჳსცა ყოველი სოფელი მოინადირ...