მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:15

14. ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა.15. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ!16. არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთ ჴორც.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
15. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ!
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? — ნუ იყოფინ! (6,15).:

თარგმანი: კუალად პირველ დაწყებულისა მისვე სიტყჳსა გზასა აღსლვითა მამხილებელ ექმნების მეძავთა; და არა ხოლო ამას კმა-ჰყოფს თქუმად, ვითარმედ: "აღვიხუნე ასონი ქრისტესნი და შევაუღლნე მეძავსა", არამედ —რომელი-იგი ამისსა უსაზარელეს არს, ვითარმედ: "ვყვნე ასო მეძვის", ესე იგი არს, ვითარმედ არა ხოლო ქრისტეს ასო ყოფისაგან განვაგდებ მათ, არამედ ყოვლითურთ ასო მეძვის ვჰყოფ, რომელი-ესე ყოვლად უსაწყალობელეს არს, რაჟამს ქრისტეს წილ აღირჩიოს ვინმე მეძავი.

თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღგუადგინნეს ძალითა მისითა. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან? აწ უკუე აღვიხუნე-ა ასონი ქრისტესნი? (6,14-15).:

თარგმანი: ნუ შეშფოთნები, გესმას რაჲ თუ — ღმერთმან ქრისტე აღადგინა. რამეთუ არა თუ ამისთჳს თქუა ესე, ვითარმცა ქრისტეს ვერ ძალ-ედვა თავისა თჳსისა აღდგინებაჲ (რამეთუ იგი არს, რომელმან თქუა: "დაარღჳეთ ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე", და ვითარმედ: "ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და კუალად მოღებად იგი", და სხუაჲ მრავალი), არამედ მოციქულმან თქუა ესე ამისთჳს, რამეთუ ყოველსავე ძისასა მამისად შეჰრაცხავს და ყოველსავე მამისასა — ძისად. რამეთუ რასა მამაჲ იქმს, მასვე ძე იქმს, და რასა ძე იქმს, მასვე მამაჲ იქმს და ეგრეთვე სული წმიდაჲ. და კუალად, რაჲთა კაცობრივი ქრისტეს ბუნებაჲ გამოაჩინოს, რამეთუ იგი მოკუდა და აღდგა, და არა თუ აქა ღმრთეებისათჳს რას იტყჳს; და კუალად, რამეთუ კორინთელთა უძლურებისათჳს სძესა ასუმიდა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა:

...ოიღებდეს ქრთამსა უბრალოჲსა დასჯად, მოყუასი არს იუდაჲსი, რამეთუ ესეცა განჰყიდის სიმართლესა, ვითარცა მან განყიდა ქრისტე.

და რომელმან არა შეიწყალოს ობოლი და ქურივი, უწყალოებასა მას თჳსად შეჰრაცხავს უფალი. და ესეცა იცოდეთ: რომელი ისიძვიდეს, სულსა თჳსსა წარიწყმედს, რამეთუ განხრწნის ტაძარსა ღმრთისასა, ვითარცა მოციქული იტყჳს. და რომელი დამონებულ იყოს ბოროტ-თა გულისთქუმათა და აღასრულებდეს მათ, და სუფევდეს ცოდვაჲ მის ზედა, იგიცა მათ ჰბაძავს, რომელთა კეისარი აღიარეს მეუფედ და არა ქრისტჱ.

რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? არარაჲ სხუაჲ, გარნა ესე: უფლისა მიმართ გურწმენდინ და მართლმორწმუნეობით ვადიდებდეთ წმიდასა და განუყოფელსა სამებასა; და ჯუარსა ქრისტესსა თაყუანის-ვსცემდეთ და წმიდასა ხატსა მისსა; და ღირსად მცნებათა მისთა და წმიდისა მის სახარებისა მისისა ვმოქალაქობდეთ, განვეშორნეთ ყოველსავე ცოდვასა და მოვიგოთ სინანული, ვიზრუნოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ.

„უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა“, იტყჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე; და კუალად მანვე თქუა: „შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდო...

სრულად ნახვა