თარგმანი: ამისთჳს შესძინა სახელიცა ძმისაჲ, რაჲთამცა სიადვილე იგი საშჯელისაჲ გამოაჩინა, ვითარმედ: ეგოდენ არავინ არსა თქუენ შორის ბრძენ, რომელმან შეუძლოს განკითხვად შორის ძმათა, სადა-იგი არა ფრიადი შრომაჲ უჴმს, არამედ ძმობისა იგი საქმე ადვილ ჰყოფს საშჯელსა მას. ხოლო აწ ესევითარსა ორკერძოსა ბოროტსა იქმთ. ერთად, რომელ ძმაჲ ძმასა ერჩის, და მეორედ, რომელ უშჯულოთა წინაშე.
თარგმანი: ვისგან ძლეულება არს? — გარნა თუ ცხად არს, ვითარმედ — ბოროტისაგან კეთილისა, რაჟამს ესოდენ იძლიოს გულისწყრომისაგან, ვიდრეღა სამშჯავროდ მირბიოდის.
...ითა და დიდებით ხარ შემკული, თანატომელთა მიმართ მხეცებსაც კი არ ჰბაძავ, არამედ შენს ძმას უსამართლოდ ექცევი და შთანთქავ? რითიღა შეძლებ თავის მართლებას? ნუთუ არ გესმის პავლესი, რომელიც ამბობს: „რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ გევნების?“ () „რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების?“ () „არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა.“ () ხედავ, რომ უბედურება ბოროტების ქმნაშია, ხოლო კეთილდღეობა — ბოროტის დათმენაში?
მითხარი, თუ ვინმე მთავართ აგინებს, თუ ვინმე ხელისუფალთ შეურაცხყოფს, ვის ავნებს? თავის თავს თუ მათ? ცხადია, თავის თავს. მაშ, მთავარს ვინც შეურაცხყოფს, მას კი არ შეურაცხყოფს, არამედ თავის თავს; ხოლო ადამიანს ვინც შეურაცხყოფს, იმ ადამიანის საშუალებით ქრისტეს არ შეურაცხყოფს? — არა სულაც, იტყ...