თარგმანი: ამისთჳს შესძინა სახელიცა ძმისაჲ, რაჲთამცა სიადვილე იგი საშჯელისაჲ გამოაჩინა, ვითარმედ: ეგოდენ არავინ არსა თქუენ შორის ბრძენ, რომელმან შეუძლოს განკითხვად შორის ძმათა, სადა-იგი არა ფრიადი შრომაჲ უჴმს, არამედ ძმობისა იგი საქმე ადვილ ჰყოფს საშჯელსა მას. ხოლო აწ ესევითარსა ორკერძოსა ბოროტსა იქმთ. ერთად, რომელ ძმაჲ ძმასა ერჩის, და მეორედ, რომელ უშჯულოთა წინაშე.
1 კორინთელთა მიმართ 6:8
7. აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულება არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას. რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ გევნების? რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების?8. არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა.9. ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა,
1 კორინთელთა მიმართ თავი 6