თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ არა სათნო-ეყოფვოდის ურწმუნოსა მას ყოფაჲ მორწმუნესა თანა, განეშორენ, რამეთუ უმჯობეს არს დაჴსნაჲ მეუღლებისაჲ დაჴსნასა სარწმუნოებისასა. ვინაჲთგან თავს-დებად ურწმუნოჲსა მის ამისთჳს უბრძანებ მორწმუნესა, რაჲთა ჰგებდეს მას, უკუეთუ სიმშჳდით იყოფებოდის მის თანა; ხოლო უკუეთუ დღითი-დღე იბრძოლებოდის და ენებოს კუალად მიქცევაჲ მისი თჳსადვე ურწმუნოებად, განეშორენ მისგან! რამეთუ არა ეგოდენ დამონებულ არს მისდა, რაჲთამცა მეშფოთეცა და მბრძოლი იტჳრთა. ამისთჳსცა ჯერ-არს, რაჲთა მშჳდობის-ყოფისათჳს განვაშოროთ მეშფოთე იგი, რამეთუ მებრვე ამისთჳს ჩინებულ ვართ, რაჲთა დავამშჳდებდეთ ურთიერთას.
1 კორინთელთა მიმართ 7:15
14. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან.15. ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან.16. რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?
1 კორინთელთა მიმართ თავი 7