1.ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხებაჲ.2.ხოლო სიძვისათჳს, კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, და თჳთეულსა თჳსი ქმარი ესჳნ.3.ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა.4.ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.5.ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.6.ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით.7.რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ.8.ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე.9.ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ.10.ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად.11.ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ.12.ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას.13.და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას.14.რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან.15.ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან.16.რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?17.არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი, ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეთცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ.18.წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ წინადაიცუეთნ.19.წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ.20.კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ.21.მონაჲ თუ იჩინე, ნურაჲ გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იჴუმიე.22.რამეთუ, რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს; ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონაჲ არს ქრისტესი.23.სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა.24.კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ.25.ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს; ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ.26.მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ: ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს.27.შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა.28.იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვიან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები.29.ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაჲთა რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს;30.და რომელნი ტიროდინ, ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არაჲ აქუნდა;31.და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაჲ.32.და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა,33.ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა.34.განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა; ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ქმარსა.35.ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად.36.უკეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინნედ.37.ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს.38.და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს.39.დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ.40.ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ. ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.
მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ. ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა ქმარი იგი თანანადებსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,1-3).
თარგმანი: მიეწერა მისდა კორინთელთა თუ: ჯერ-არსა ცოლთაგან განშორებაჲ? ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: კეთილი და უაღრესი ესე არს, რაჲთა ყოვლადვე არა შეეხოს კაცი დედაკაცსა. უკუეთუ კულა ვერ ეძლოს სიძვისათჳს, რაჲთა არა იძლევოდის მის მიერ, კეთილ არს, რაჲთა შჯულიერი ცოლი ესუას, გინა შჯულიერი ქმარი. ვინაჲთგან თქუა თუ...
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).
თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად...
ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს, ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეყუარებული უფლისა მიერ სარწმუნო ყოფად. მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს (7,24-26).
თარგმანი: ვინაჲთგან მაღალსა საქმესა ამცნებს, ამისთჳს ეშინის მისი განჩინებით თქუმაჲ, არამედ იტყჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა მომიღებიეს უფლისა მიერ, თუმცა ქალწულთა შჯული დაუდევ არა-ქორწინებად, არამედ, ვითარცა მონაჲ უფლისა მიერ შეყუარებული, სარწმუნო-ყოფად განგაზრახავ...
...ითა"** (). და მოციქულთა შესახებაც ნათქვამია: „და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა" (). და კიდევ ამბობს მოციქული: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ... ლოცვად და მარხვად" (). ხედავ, როგორ სჭირდება მარხვას ლოცვის თანამოქმედება? და ლოცვებიც ყურადღებით განსაკუთრებით მარხვის დროს აღესრულება, რადგან მაშინ სული მსუბუქია, არაფერი ამძიმებს მას და არ ჩაგრავს სიამოვნებათა დამღუპველი ტვირთით. ლოცვა — დიდი იარაღია, დიდი დაცვა, დიდი საუნჯე, დიდი ნავსადგური, უსაფრთხო თავშესაფარი: ოღონდ ფხიზელი სულითა და შეკრებილი ზრახვებით მივუდგეთ უფალს, ჩვენი ცხონების მტრისთვის არანაირი მისადგომი არ მივცეთ. რადგან მან იცის, რომ ამ დროს, ჩვენთვის საჭირო (საცხონებელ) საგნებზე საუბრით, თავიანთი ცოდვების აღიარებითა და ჭრილობების ექიმისთვის ჩვენებით, ადამიანებს შეუძლიათ სრული განკურნება მიიღონ, ამიტომ განსაკუთრებით ამ დროს გვესხმის თავს და ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვამხოს და უზრუნველობაში ჩაგვაგდოს. ამიტომ, გევედრებით, ვიყოთ ფხიზლად და, ეშმაკის ვერაგობის ცოდნით, განსაკუთრებით ამ დროს ვეცადოთ მისი მოგერიება ისე, თითქოს ჩვენს თვალწი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იმრუშებს“ (19,9).:
...ილ, ანუ სხუაჲ რაჲმე ნაკლულევანებაჲ სჭირდეს, ყოვლისავე თავსდებაჲ ჯერ-არს და განმართებაჲ, არა თუ განშორებაჲ და სხჳსა შერთვაჲ, რამეთუ ესე უჯეროება არს, ვითარცა მოციქული წამებს, ვითარმედ: „ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტეობნ“. უკუეთუ დაუტეოს, არღარა ჴელ-ეწიფების სხჳსა შერთვად; შე-თუ-ირთოს სხუაჲ, იმრუშებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ“ (19,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად მძიმედ შეჰრაცხეს სიტყუაჲ ესე: უკუეთუ ვის ესუას ცოლი სავსე მრავლითა ბოროტითა, - რამეთუ თჳნიერ სიძვისაცა სხუანი მრავალნი ძნელოვანნი საქმენი იპოებიან დედათა თანა, - და არა ჴელ-ეწიფებოდის განშორებაჲ მისი და სხჳსა უკეთესისა შერთვაჲ.
„უკუეთუ ესოდენი ბრალი არსო კაცისა დედაკაცისა თანა“. - ესე იგი არს, უკუეთუ ამისთჳს შეიერთნეს, რაჲთა განუყოფელ იყვნენ, და უკუეთუ ესრეთ ბრალსა უშჯულოებისასა შთავარდების მამაკაცი, განეშოროს თუ ცოლი თჳსი, უსუბუქეს არს გულისთქუმათა მიმართ ბრძოლაჲ, ვიდრეღა დედაკაცისა უკეთურისაჲ.
ხოლო უფალმან არა ესრეთ მიუგო, თუ: ჰე, უსუბუქეს არს ესე, და არა შეჰგავს ქორწინებაჲ, არა თქუა ესე, რა...
..., მაგრამ მოყვასის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებზე მკაცრად მოკითხვა, მოისმინე ნეტარი პავლე, რომელიც ამბობს: "უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას" (). ხედავ, რა მოწყალებაა! ქმარი შენი წარმართი, ურწმუნო იყოს, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება სურს, ნუ დატოვებ მას. და კვლავ: ცოლი შენი, ამბობს, წარმართი, ურწმუნო იყოს, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება სურს, ნუ მოიშორებ მას. "რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?" (). შეხედე, როგორ არ აბრკოლებს ღმერთი მის მიმართ ურწმუნო ქმრის ან ცოლის კანონიერ თანაცხოვრებაში მიღებას. მოისმინე ახლა, რას ეუბნება თავად ქრისტე მოწაფეებს: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (). არაჩვეულებრივი სახიერება! ცოლი შენი, ამბობს, წარმართი ან ურწმუნო იყოს, თუ მხოლოდ შენთან ცხოვრება სურს, ნუ განეშ...