თარგმანი: ესევე ერთი სიტყუაჲ არს მონათა მიმართ და აზნაურთა; არათუ პირველთა უწესოებათა შინა ყოფად მბრძანებელი, არამედ მასვე ადგილსა და სახლსა, რომელსაცა შინა მორწმუნე იქმნა. ესე იგი არს, რაჲთა არა მიზეზითა მორწმუნეობისაჲთა დაუტევებდენ მონანი უფალთა, ანუ ცოლნი — ქმართა, არამედ მუნვე, სადაცა იყვნენ, მასვე ადგილსა შეიკრძალენ მოქმედებაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ, რომლისა კეთილად მორწმუნენი დაღაცათუ უღელსა ქუეშე იყვნენ მონებისასა, ვერვინ მბრძანებელთაგანმან არწმუნოს მათ საქმე რაჲმე განმარისხებელი ღმრთისაჲ; ვითარ-იგი იყო იოსებ, რომელი ვერ მიდრიკა სიწმიდისაგან სივერაგემან დედოფლისამან. ხოლო რომელი ნიჭთათჳს ანუ ნაყროვნებისა მიჰყვებოდის ნებასა კაცთასა, საქმედ უჯეროებისა, ესევითარი იგი ზოგადი მონაჲ არს კაცთა და ვნებათაჲ, დაღაცათუ ჴორცითა აზნაურ იყოს. ამის სულიერისა მონებისაგან ოდენ დაგუაყენებს მოციქული, ხოლო ჴორციელსა მას უფროჲსღა გუაწუევს, ვითარცა სარგებელსა.
1 კორინთელთა მიმართ 7:24
23. სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა.24. კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ.25. ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს; ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7