თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს: შეკრულ ხარ ცოლისადა, ნუ ეძიებ განჴსნასა. განჴსნილ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა. რამეთუ ზემოთა მათ სიტყუათა თანა-ეწამების, და განჴსნად აწინდელსა ამას ადგილსა არა თუ შეთქუმულებითსა მას უწოდს ჟამ-ერთ განყენებასა, არამედ თჳნიერ სიძვისა სიტყჳსა დაჴსნასა მეუღლებისასა, რამეთუ პარველთა მათ ბრძანებით უბრძანებს, რაჲთა არა დაიჴსნნენ შჯულიერისა მეუღლებისაგან. ხოლო მეორეთა — რაჲთა უკუეთუ ? თავისუფალ არიან ? ქორწინებისაგან, არღარა მეძიებელ იყვნენ მეუღლისა, წარმავალობისათჳს საწუთროჲსა და სიმცირისათჳს დღეთაჲსა. არამედ ამათ განზრახებით განაზრახებს, არა თუ ბრძანებით შჯულად დაუდებს.
1 კორინთელთა მიმართ 7:27
26. მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ: ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს.27. შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა.28. იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვიან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7