თარგმანი: მიეწერა მისდა კორინთელთა თუ: ჯერ-არსა ცოლთაგან განშორებაჲ? ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: კეთილი და უაღრესი ესე არს, რაჲთა ყოვლადვე არა შეეხოს კაცი დედაკაცსა. უკუეთუ კულა ვერ ეძლოს სიძვისათჳს, რაჲთა არა იძლევოდის მის მიერ, კეთილ არს, რაჲთა შჯულიერი ცოლი ესუას, გინა შჯულიერი ქმარი. ვინაჲთგან თქუა თუ "თანანადებსა მისცემდინ ერთიერთსა". აწ უთარგმნის თუ რაჲ არს თანანადები იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ესე არსო თითოეულისა თანანადები, რაჲთა არა აქუნდეს ჴორცთა ზედა თჳსთა ჴელმწიფებაჲ სხჳსა გუამსა შეხებად, თჳნიერ თჳსისა მეუღლისა.
1 კორინთელთა მიმართ 7:3
2. ხოლო სიძვისათჳს, კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, და თჳთეულსა თჳსი ქმარი ესჳნ.3. ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა.4. ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7