თარგმანი: რაჲ იყო პირველისა მის უშუერ საგონებელ ყოფაჲ? — ცხად არს, ვითარმედ —დაუმტკიცებლობაჲ გონებისაჲ, რომლითა ვერ გულპყრობილ იქმნა ქალწულებით აღთქუმად [· · ·] ასულისა თჳსისა, ამით შიშითა, ვითარმედ, ნუუკუე ვერ-დაცვითა თჳსისა ქალწულებისაჲთა ექმნეს ასული იგი სირცხჳლ მშობელთა თჳსთა. ამისთჳს აწ მოციქული მრავალსახედ აქებს მეორესა ამას, რამეთუ უწოდს მტკიცედ გულითა, და თჳნიერ ურვისა განმაჩინებელად თჳთმფლობელითა ნებითა ქმნილსა მას აღთქუმასა ასულისა თჳსისა ქალწულად დამარხვისასა. ვინაჲცა ამისისა ქებისაგან ცხად არს მისი ძაგებაჲ, რომელმან-იგი შიშითა ვერ-დაცვისაჲთა არა ყო აღთქუმაჲ ასულისა თჳსისა ქალწულებისაჲ, არამედ აქორწინა. ცხად არს, რამეთუ ვერ დადგრომითა გულისაჲთა მტკიცედ საქმესა შინა ღმრთისასა, ამისთჳს მტკიცესა ამას აწუევს მოციქული დამარხვად; არა თჳსისა ქალწულებისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თჳსისა ქალწულისა, რომელ არს ასული მისი.
1 კორინთელთა მიმართ 7:37
36. უკეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინნედ.37. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს.38. და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7