თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ საქმესა ამას შჯულად დაგიდებ, ანუ ვიტყჳ თუ კეთილ არს, რომელმან ესე ქმნას და საქებელ არს ეგე, ვითარცა სათნოებისა მოქმედი, არამედ შენდობით ვიტყჳ ამას თქუენისა უთმინოებისათჳს და უძლურებისა, რამეთუ ვერ ძალ-გიც ბრძოლისა ჴორცთაჲსა თავს-დებად. ამისთჳს შემინდობია, რაჲთა არა განეშორებოდით ურთიერთას თჳნიერ ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, რაჲთა არა იძლევოდით ჴორცთა ბრძოლისაგან. თუარა, უმჯობესი ესე არს, რაჲთამცა იყვენით, ვითარცა მე.
1 კორინთელთა მიმართ 7:6
5. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.6. ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით.7. რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7