თარგმანი: მეცნიერ უწოდა მას, არათუ რამეთუ იყო, არამედ რამეთუ ჰგონებდა მეცნიერ-ყოფასა თავისა თჳსისასა, რომელი-იგი შეურაცხ-ყოფით დაჯდებოდა ტაბლასა კერპთასა, და ვითარცა არარათასა, ეგრეთ ჭამდა ნაგებსა მათსა. და ამას მეცნიერ იყო, ვითარმედ კერპნი არა ღმერთ არიან, ხოლო ამას არღარა სცნობდა, ნუუკუე სხუაჲ ვინმე აღებაძვოს მას საკერპოთა შესლვითა და არღარა შეურაცხებითა შევიდოდის მისებრ, არამედ რეცა ჰგონებდეს თუ ძალი რაჲმე აქუს კერპთა, და ეგრეთ ჭამდეს ნაზორევსა მათსა.
1 კორინთელთა მიმართ 8:10
9. ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.10. რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკეპავისა მის ჭამად?11. და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8