1.ხოლო კერპთ-ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს. მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს.2.უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.3.ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ.4.ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არარაჲ არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი.5.რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,6.არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ.7.არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ; ხოლო რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა, ჭამენ, და გონებაჲ იგი მათი უძლური შეიგინების.8.ხოლო საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს; და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს.9.ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.10.რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკეპავისა მის ჭამად?11.და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.12.ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ.13.ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო.
მოციქულისაჲ: ხოლო ნაკერპავთა მათთჳს ვიცი, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გაქუს (8,1).
თარგმანი: მიზეზი ნაკერპავთათჳს მხილებისაჲ ესე არს, რამეთუ რომელნიმე სრულნი იყვნეს სარწმუნოებითა და იცოდეს, ვითარმედ "არა შემავალი შეაგინებს კაცსა", და ვითარმედ კერპნი ქვანი და ძელნი არიან და არარა. ამისთჳს უკრძალავად შევიდოდეს ტაძრებსა კერპთასა და ჭამდეს ნაკერპავსა. და ესე საქმე თჳთ მათ სრულთაცა ავნებდა, რამეთუ ტაბლასა ეშმაკთასა ეზიარებოდეს და უსწავლელთაცა ავნებდეს, რამეთუ არა გამოიძიებდეს იგინი თუ გრილითა...
მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).
თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა,...
...ამიტომ, როცა ეს ვიცით, ზრახვებს აღვირი დავადოთ; ნუ გადავცდებით ცოდნის იმ საზღვრებსა და ზომებს, რომლებიც ჩვენთვისაა მოცემული.რადგან ამბობს: „უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.“ ().ამას მხოლოდ ღმერთზე კი არ ვამბობ, არამედ ყოველ საგანზე.რადგან მიწის შესახებ რისი გაგება გსურს?რა იცი, მითხარი?რამდენია მისი ზომა?რაოდენია მისი სიდიდე?როგორია მისი მდებარეობა?რა არის მისი არსება?როგორია მისი ადგილი?სად დგას და რაზე?მაგრამ ამათგან ვერაფერს იტყოდი.აი, ის კი შეგიძლია თქვა, რომ იგი ცივია, მშრალია და შავი, მაგრამ ამის იქით არაფერი.მაგრამ ზღვის შესახებ?...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...ტიმ. 4,1-3) ვითარცა მოციქული იტყჳს; რამეთუ არა შეუდგეს სიტყუათა და მოძღურებათა წერილისათა.
ამის გამო ვიეთნიმე კორინთეს შინა სხუასა მახესა შთაცჳვეს და თქუეს, რაჲთა ყოვლისავე ჭამადისაგან მიიღებდენ, არამედ მოციქულმან დააყენა ესე, რამეთუ დაყენებულთა და არაწმიდათა გემოჲსხილვაჲ არა ჯერ-არს.
სხუანი მოღუაწებისა სახითა ყოვლადვე არა აღიკუეცენ თმათა თავისათა, არამედ ესრეთ იქცევიან ერსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.
სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწ...
...ამბობს: „მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ“ (). ნუთუ ორი უფალია?არავითარ შემთხვევაში; არამედ ჩვენთვის „ერთ არს უფალი იესუ ქრისტე“ და „ერთ არს ღმერთი მამაჲ“ ().აქ მარკიონის სენით სნეულნი ნათქვამს ეცემიან; მაგრამ ისწავლონ, რომ ეს წერილის ჩვეულებაა, და მრავალ ადგილას შეიძლება ვიპოვოთ, რომ წერილი ამ ჩვეულებით სარგებლობს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა“ (); და კვლავ: „ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ“ (); და სხვაგან: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით“ ().ეს კი თანაარს პირთა წარმომჩენელია და არა ბუნების განმყოფი; რადგან ამას იმისთვის კი არ ამბობს, რომ ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული არსება ვიგულისხმოთ, არამედ იმისთვის, რომ ორი პირი შევიცნოთ, რომელთაგან ორივე ერთი და იმავე არსებისაა....