თარგმანი: ესე სიტყუაჲ მეცნიერებასა ზედა აღზუავებულთა მათ მიმართ არს, ვითარმედ: ამას ზედა ნუ ჰზუაობთ, რომელი-ესე ყოველთა გულისჴმა-გჳყოფიეს, ვითარმედ არარა არიან კერპნი ესე, სოფლიოთა მიერ აღმართებულნი რამეთუ "არავინ არსი" არარაობისა ნაცვალად დადვა, ხოლო "სოფელსა შინა" — ნაცვალად სოფლიოთა მიერ აღმართებულისა. და ესე ყო წესითა გარეშეთა ბრძენთა მეტყუელებისაჲთა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ უჴმდა-ვე-ღა, თუმცა არა უღონო არს იგი ფილოსოფოსთა მეტყუელებისაგან.
1 კორინთელთა მიმართ 8:4
3. ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ.4. ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არარაჲ არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი.5. რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,
1 კორინთელთა მიმართ თავი 8