თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ არა ყოველთა იციან, ვითარმედ ერთ არს ღმერთი და ერთ უფალი, და არა მრავალ. არცაღა ამას მეცნიერ არიან ყოველნი, ვითარმედ კერპნი წარმართთანი არარა არიან.
6. არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ.7. არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ; ხოლო რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა, ჭამენ, და გონებაჲ იგი მათი უძლური შეიგინების.8. ხოლო საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს; და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8