მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 8:6

5. რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,6. არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ.7. არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ; ხოლო რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა, ჭამენ, და გონებაჲ იგი მათი უძლური შეიგინების.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8
6. არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ — მისსა მიმართ (8,6).:

თარგმანი: ვითარცა მიზეზსა არსთა არსებისასა მამასა იტყჳს, რომლისაგან არს ყოველი, "რომლისაგანობითა" უკუე "ყოვლისაჲთა" — დამბადებელობისა ძალი იქადაგების (რამეთუ მის მიერ დაბადებულ ვართ ყოველნი და არაარსისაგან არსად მოყვანებულ), ხოლო ჩუენითა "მისსა მიმართობითა" — ესე, ვითარმედ: სარწმუნოებითა მისსა მიმართ ვდგათ და ვცხონდებით; რამეთუ ორივე ესე ზოგად სწორ არს ჩუენ ზედა — მის მიერ შექმნულობაჲ და მისსა მიმართ ქონებაჲ სარწმუნოებისაჲ. ვინაჲთგან ყოფასა თანა კეთილ ყოფაჲ ესე არს, რაჲთა მორწმუნე მისსა ვიყვნეთ.

საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ადამის სამოთხეში დამკვიდრება (2:15):

...ს, რათა ვიცოდეთ, რომ გავიგონებთ თუ სახელს „უფალი", თუ „ღმერთი", ამ სახელებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამას ახლა უმიზეზოდ კი არ ვახსენე, არამედ იმისთვის, რომ როცა პავლეს სიტყვებს მოისმენ: „ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი... და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი" (), არ იფიქრო, თითქოს ამ სახელებს შორის განსხვავებაა და თითქოს ერთი მეტს ნიშნავს, მეორე კი — ნაკლებს. წერილი ამ სახელებს განურჩევლად იხმარს იმისთვის, რომ კამათის მოყვარულებს საკუთარი გამონაგონი სწორ დოგმატებში ვერ შეერიოთ. ხოლო იმის დასადასტურებლად, რომ საღვთო წერილი ამ სახელთაგან არცერთს არ იხმარს განსაკუთრებული და გამიჯნული მნიშვნელობით, ყურადღება მიაქციე იმას, რასაც ახლა ამბობს. „და მოიყვანა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან". ვის შესახებ არის ეს ნათქვამი, ფიქრობს მწვალებელი? მხოლოდ მამის შესახებ? კარგი. მაშ ისმინე, რას ამბობს პავლე: „ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი... და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი". ხედავ, როგორ სახელი „უფალი" ძეს მიაკუთვნა? და საერთოდ, რატომ შეიძლება ითქვას, თითქოს სახელი „უფალი" სახელ „ღმერთზე" მნიშვნელოვანია? ხედავთ, რა უაზრობაა, რა საშინელი ღვთისმგმობელობაა!...

სრულად ნახვა