მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 8:9

8. ხოლო საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს; და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს.9. ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.10. რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკეპავისა მის ჭამად?
1 კორინთელთა მიმართ თავი 8
9. ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ (8,9).:

თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ მეცნიერებაჲ ანუ სრულებაჲ, არამედ ჴელმწიფებაჲ, რომელი-იგი სასწაული არს ზუაობისა და სილაღისაჲ, არცაღა თუ უძლურისა მის დაბრკოლებასა ჰრიდებდეს, რომლისა-იგი თანამდებ იყვნეს ჴელისა მიცემად და განმტკიცებად.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის