მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:1

1. არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ?2. სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
1. არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ?
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? (9,1).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ცუდი სიტყჳს ჯერი არს ესე, და ვერ საქმარი საქმით, — ამისთჳს სახესა გულსავსე მყოფელსა შემოართუამს, თუ ვითარ ბრძანებულთა საქმეთაგან განეყენა, რაჲთა არა დააბრკოლნეს ვიეთნიმე. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რად ვიტყჳ ნაკერპავთათჳს, არამედ რომელი-იგი თავადსა ქრისტეს განეწესა — ქადაგთა სახარებისათა ზრდაჲ მოწაფეთა მათთაგან — მე მისგანცა განვეყენე და აღვირჩიე განხრწნაჲ სმილითა, ვიდრეღა მოღებად რასმე თქუენგან. არა ამისთჳს, რამეთუ დრკოლდებოდეთ მოცემითა რასამე ჩემდა, არამედ რაჲთა უმეტეს აღგაშენნე თქუენ, მიხილოთ რაჲ წარუგებელად თქუენგან; ამისთჲსცა საქმითა ჴელთა ჩემთაჲთა ვიზარდებოდე. ესე არს მიზეზი სიტყუათაჲ ამათ, რომლისათჳს რაჲთა არავინ ჰრქუას, ვითარმედ: "ნუუკუე არა ჯერ-იყო შენდა მიღებაჲ; მით არარას მიიღებ" — ამისთჳს ეტყჳს: რად არა ჯერ-არს? ანუ სხუანი მოციქულნი არა სახარებისაგან იზარდებიანა? ანუ მე არა ვარა მოციქულ ვითარცა-იგი სხუანი? არა ვარა აზნაურ?...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის