მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:2

1. არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ?2. სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ.3. ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
2. სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ? სხუათაღა თუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ (9,1-2).:

მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).

თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა, რამეთუ ეზიარებოდეს ტაბლებსა ეშმაკთასა, და კუალად, უსრულთა მათცა ავნებდეს-ვე, რომელნი არა გამოიკითხვიდეს ამას, თუ ვითარითა გულისჴმის-ყოფითა ჰყოფენ ამას სრულნი იგი, არამედ ხილულსა მას ოდენ საქმესა ხედვიდეს, და მიზეზ-იდგმიდეს მას ზორვისა კერპთაჲსა, ვითარ თუმცა სრულნიცა იგი პატივისათჳს კერპთაჲსა ეზიარებოდეს ტაბლათა მათ საკერპოთა. ამისთჳსცა აწ მოციქულმან, ვინაჲთგან უწყოდა მეცნიერებასა ზედა აღზუავებულებაჲ სრულთაჲ მათ, ამისთჳს ყოველთა საზოგადოდ ქონებასა მეცნიერებისასა დასაქენჯნელ ჰყოფს მათდა.

მოციქულისაჲ: მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული...

სრულად ნახვა
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ამაო დიდების ამაოება და საუკუნო სამსჯავრო:

...დიდი და მაღალი კაცი, თითქოს ფრთებზე მთელი ქვეყნიერება რომ მოიფრინა, ხორციელ საჭიროებებს რომ აღემატა და გამოუთქმელი სიტყვების მოსმენის ღირსი გახდა, რომელიც მანამდე არავის არ ესმოდა, თავის ეპისტოლეში ამბობდა: „არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო" (), — თუ ის, ასეთი მადლის ღირსქმნილი, ასეთი მრავალი და მაღალი ღვაწლის შემდეგ, საჭიროდ მიიჩნევდა ხორცის დამშვიდებასა და დამონებას, სულის ხელისუფლების ქვეშ მოქცევასა და მისი მბატონობისადმი დამორჩილებას (ხომ იმას აშოშმინებენ, რაც აჯანყებულია და იმას ამონებენ, რაც უღელს იგდებს), მაშინ რას ვიტყვით ჩვენ, არანაირი სიკეთე რომ არ გვაქვს, მძიმე ცოდვებით რომ ვართ დატვირთულნი და ამავე დროს დიდ უზრუნველობას რომ ვეძლევით? განა ამ ბრძოლაში ზავი არის? განა თავდასხმის განსაზღვრული დრო არსებობს? ყოველთვის უნდა ვიფხიზლოთ და ვუთვალთვალოთ და არასოდეს ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ, რადგან დათქმული არ არის, როდის დაგვესხმებიან მტერი და მოწინააღმდეგე. ამრიგად, მუდამ ვიფიქროთ, მუდამ ვიზრუნოთ ჩვენს ცხონებაზე, რათა ამგვარად შევძლოთ როგორც დაუმარცხებელნი ვიყოთ, ისე მტრის მზაკვრობათაგან თავი ავარიდოთ და ღვთისგან მოწყალება მივიღოთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა...

სრულად ნახვა
თავი გ̂. სულიერისა მის და საღმრთოჲსა სარგებელისა მისისათჳს, რომელნი ღირს იყვნენ, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ: წამებულ არს იგი ღმრთისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაწერილ გულთა შინა ჩუენთა (3,2).:

...ოციქულისაჲ: დაწერილ გულთა შინა ჩუენთა (3,2).

თარგმანი: სამარადისოდ აღუჴოცელობასა მათისა ჴსენებისასა დაწერილად უწოდს, ვითარ-იგი მათნი სათნოებანი აქუნდეს ყოველთა შორის საწამებელად, მსგავსად სიტყჳსა მის, რომელ დასწერს პირველსა შინა ებისტოლესა, ვითარმედ: "ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ" ().

მოციქულისაჲ: უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა (3,3).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გულმან ჩემმან უწყის ყოველივე თქუენი, ამისთჳს მიერ აღმოუკითხავ და მიუთხრობ სათნოებათა თქუენთა ყოველთა კაცთა.

მოციქულისაჲ: საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ (3,3).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: განცხადებულ, ვითარმედ ხართ ებისტოლე ქრისტესა, მსახურებულ ჩუენ მიერ. ესე იგი არს, ვითარმედ: ესე ყოველთა შორის განცხადებულ არს, რამეთუ ამისთჳს გიწოდ ებისტოლედ ქრისტესა, ვინაჲთგან შჯული იგი ქრისტესი, რომლისაჲ ეგულებოდა უწყებაჲ კაცთაჲ, ყოველივე აღწერილ არს გულთა შინა თქუენთა აღუჴოცელად დაცვითა და სამარადისოდ მოქმედებითა მისითა. ხოლო ესევითარისა მის აღწერილისა მომრთუმელ და მსახურ ჩუენ ვიქმნენით თქუენდა მიმართ, ვითარცა-იგი მოსე ძუელსა შინა ისრაიტჱლთა ჰმსახურა მორთუმითა მით ფიცართაჲთა....

სრულად ნახვა