მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:14

13. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან?14. ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ.15. ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი. და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი, და-თუ ვინ-მე-აცუდოს იგი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
14. ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა უფალმან ბრძანა რაჲთა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ (9,14).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს: ეგრეთვე უფალმან ბრძანა სახარებისა მიმთხრობელთაჲ სახარებისაგან ზრდაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ, ვინაჲთგან ზემო ვთქუ უფლისა მიერ ბრძანებაჲ ჩუენისა თქუენგან ზრდისაჲ, არაჲვე ახალი უბრძანებიეს, არამედ რაჲ-იგი ძუელსა შინა მასვე თავადსა განეწესა მღდელთათჳს და ლევიტელთა.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება:

...იქულებს"; ამასვე ამბობს კორინთელთა მიმართაც: „არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან?" (). „ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ." (). მაგრამ მე, ამბობს, ეს არ ვინებე, არამედ ვშრომობდი. და უბრალოდ კი არ შრომობდა, არამედ დიდი გულმოდგინებით.

და იხილე, რას ამბობს: „მოიჴსენენით"; არ უთქვამს: ჩემგან მიღებული კეთილისმყოფელობანი, არამედ: „შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი" (). „რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ." (). კორინთელებს კი სხვას ეუბნება: „სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად" ()....

სრულად ნახვა