მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:20

19. რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე.20. ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე;21. უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, - რაჲთა უშჯულონი შევიძინნე;
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
20. ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე;
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიქმენ ჰურიათა თანა ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე (9,20).:

თარგმანი: ამიერითგან იწყო წარმოთქუმად სახეთა მათ თჳსისა მონებისათა, და არა იტყჳს, ვითარმედ: "ჰურია ვიქმენ", ვითარცა ჰურიაჲ", რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ განგებულებისაჲ იყო საქმე მისი, რაჟამს წინა-დასცჳთა ტიმოთეს ნიას შინა, და რაჟამს თჳთ განწმიდნა იერუსალემს ტაძარსა შინა, და შეერთო სხუათა მათ თანა მუნ მლოცველთა. რამეთუ უკუეთუმცა არა ამით ესევითარითა სახითა მა მას ჰურიაობაჲ, ყოვლად არა მიბოდეს მას ჰურიანი, ვითარცა უ-ქმნილსა და მტერსა შჯულისა მათისასა. და უკუეთუმცა არა მოსრუ იყვნეს მისსა, არამედ საძაგელად შეერაცხა იგი, ვითარ ეგებოდა განსწავლაჲ მათი სარწმუნოებითა ღმრთისმსახურებისაჲთა?

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ვიქმენ ჰურიათა თანა ვითარცა ჰურია (9,20).:

: ტაძარსა მას შინა განწმედაჲ ჰურიაებრი მოიღო და შეწირა შესაწირავი და ტიმოთეს წინადასცჳთა და ესრეთ წარავლინა ჰურიათა მიმართ მოძღურად, რაჲთა წინადაცუეთითა დაჰჴსნას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის