თარგმანი: უმაღლესსა და უმაღლესსა კიბესა აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა, ვითარმედ: არა ხოლო მე არავისგან რას ვიმსახურებ, არამედ თავისუფლებაჲ ესე თავისა ჩემისაჲ მონა და მსახურ მიქმნიეს ყოველთა ცხორებისა. რამეთუ ესე განეკუთნა შესაძინელისა უმეტესობად, რაოდენცა უმრავლეს იყვნენ მის მიერ ცხოვნებულნი.
1 კორინთელთა მიმართ 9:19
18. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა.19. რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე.20. ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე;
1 კორინთელთა მიმართ თავი 9