თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ უკუეთუ ვინმე მკითხვიდეს, თუ ვინაჲ საცნაურ არს შენ შორის მადლი მოციქულებისა, ნიშებისა და სასწაულთაჲ, და ვითარმედ უსასყიდლოდ გიქადაგებიეს სახარებაჲ, — ამის ყოვლისათჳს თქუენ მიგიპყრობ, ვითარცა საბეჭდავისა მიერ ცჳლსა ზედა დაბეჭდულთა, მაუწყებელთა მისისა ვითარებისათა.
2. სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ.3. ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს.4. არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებჲ ჭამად და სუმად?
1 კორინთელთა მიმართ თავი 9