მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 2:21

20. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.21. და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა;22. რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა;
1 პეტრე თავი 2
21. და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა;
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან, უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუითა. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს, უკუეთუ სცოდვიდეთ და იქენჯნებოდით და მოითმენდეთ. არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან, და იჩინენით-ცა მებრ ამისთჳსვე (2,18-21).:

თარგმანი: ესრეთ უბრძანებს მორწმუნეთა მონათა, რაჲთა არა ჴორციელისა შიშისათჳს ერჩდენ მსგავსად სხუათა მონათა, არამედ უფროჲსღა ღმრთისმოშიშებისათჳს, და რაჲთა ყოველთავე უფალთა მიმართ უცვალებელად იპყრან წესი ერთგულებისაჲ; სახიერთა მიმართ, — რამეთუ ამას ეძიებს სჯული საქმისაჲ; ხოლო უსახურთა მიმართ, — რამეთუ უმეტესი მადლი აქუს ძჳრთა თავს-დებისაჲ მაშინ, რაჟამს არა ბრალისა რაჲსათჳსმე, არამედ ღმრთისა მიერისა მადლისა მიცემისათჳს თავს-იდებდეს უსამართლოდ შემთხუეულთა მწუხარებათა: რამეთუ თჳთ ესე არს გზაჲ ჩინებისაჲ და საქმე სარწმუნოებისა ჩუენისაჲ, რაჲთა გუევნებოდის და დავითმენდეთ საუკუნოჲსა სასყიდლის კუალად-გებისათჳს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პე რაჲთა ვჰბაძვიდეთ სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა ქრისტესსა, რომელმან ყოველივე დუმილით თავს-იდვა:

...ნ-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მსაჯულსა სიცრუით; რომელმან ცოდვანი ჩუენნი თავს-ისხნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვასა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განვიკურნენით“.

მეორედ, რამეთუ უწყით, ვითარმედ მაგინებელნი და შეურაცხმყოფელნი ჩუენნი უფროჲსად სარგებელ გუექმნებიან, ვიდრეღა მაქებელნი და პატივმცემელნი; რამეთუ იგინი გჳრგჳნსა მოთმინებისასა მოგუატყუებენ, უკუეთუ გუენებოს, ხოლო ესენი ზუაობასა და ამპარტავანებასა შთაგუაგდებენ, უკუეთუ არა ფრიად ვეკრძალნეთ. - და ვითარ იყოსო ესე, რაჲთამცა მაგინებდა ვინ და შეურაცხ-მყოფდა, და არამცა განვრისხენ? - მეტყჳან ვიეთნიმე.

ჰე, ძმაო, შესაძლებელ არს ესე და არა შეუძლებელი. ოდეს ვინმე შეგაწუხოს და ბოროტი გიყოს საქმით გინა სიტყჳთ, და აღიძრვოდი გულისწყრომად, გამოსახე სასწაული ჯუარისაჲ გულსა შენსა, მოიჴსენენ ვნებანი და შეურაცხებანი ქრისტესნი, რომელ ჩუენთჳს დაითმინნა, მოიჴსენე შიში ღმრთისაჲ, და განქარდეს ვნებაჲ იგი შენგან, და იქმნა მშჳდ და მოთმინე.

უკუეთუ კუალადცა იტყჳ, თუ: შეუძლებელ არს ესე, მიხედენ მებრ მონათა შენთა და მათგან ისწავე. ოდეს აგინებდე და შეურაცხ-ჰყოფდე...

სრულად ნახვა