მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 3:2

1. ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ,2. ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა,3. რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსაჲთა, გინა შემოსითა სამოსლისაჲთა, შემკობაჲ,
1 პეტრე თავი 3
2. ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა,
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღაცათუ ვინმე ურჩ არნ სიტყჳსა მის დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ. ჰხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა, რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსაჲთა, გინა შემოსითა სამოსლისაჲთა შემკობაჲ, არამედ დაფარული იგი გულისა კაცი უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან (3,1-4).:

თარგმანი: ორსა ეძიებს დედათაგან: მორჩილებასა ქმართასა და განგდებასა სოფლიოჲსა მის მეტისა შემკობისასა. რამეთუ სამკაულ დედაკაცისა - მორჩილებაჲ ქმრისაჲ, რომელსა შეუდგს ყოველი კეთილი. იხილე, ვითარ ესოდენ დიდ ჰყოფს დედათა კრძალულებისა თანა-მდებობასა, რომელ კმა იყოს დუმილით ხოლო სახე ყოფად სარგებელისა, არა ხოლო მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთაცა, რაჟამს არა გარეშითა ხოლო კაცითა, არამედ შინაგანითა გულისაჲთა მყუდრო და წესიერ იყვნენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის