თარგმანი: მრავალთა მოიჴსენებს, ხოლო ერთისა ოდენ სახელისდებასა კმა-იყოფს სარრაჲსსა, რომელი-იგი პავლეს მიერ სახედ ზეცისა იერუსალემისა ისახისმეტყუელების, ვინაჲცა პატიოსან არს შვილებაჲ ზეცათა იერუსალემისაჲ, რომლისა შვილებასა უკუეთუ ვინმე მიემთხჳოს, მყის უშიშ იქმნების ყოვლისაგან შიშისა, რამეთუ მუნ დამკჳდრებულსა არღარა უმზირის გუელი მცემარე გზასა ზედა.
1 პეტრე 3:5
4. არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან.5. რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა,6. ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა.
1 პეტრე თავი 3