მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 3:6

5. რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა,6. ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა.7. ქმარნი ეგრეთვე მსგავსად თანა-მკჳდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა.
1 პეტრე თავი 3
6. ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის-მოქმედ, და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა (3,5-6).:

თარგმანი: მრავალთა მოიჴსენებს, ხოლო ერთისა ოდენ სახელისდებასა კმა-იყოფს სარრაჲსსა, რომელი-იგი პავლეს მიერ სახედ ზეცისა იერუსალემისა ისახისმეტყუელების, ვინაჲცა პატიოსან არს შვილებაჲ ზეცათა იერუსალემისაჲ, რომლისა შვილებასა უკუეთუ ვინმე მიემთხჳოს, მყის უშიშ იქმნების ყოვლისაგან შიშისა, რამეთუ მუნ დამკჳდრებულსა არღარა უმზირის გუელი მცემარე გზასა ზედა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის