მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 4:12

11. რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ.13. არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ.
1 პეტრე თავი 4
12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ.
თავი ვ̂. ვითარმედ ზიარებისათჳს ქრისტესისა სამართალ არს ძლევაჲ ბუნებითთა ვნებათაჲ, და რაჲთა სასოებითა მისითა მოვითმენდეთ სხუათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა ჭირთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ, არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ (4,12-13).:

თარგმანი: ყოვლისავე განსაცდელისა, სენთა და სალმობათა, დევნულებათა და ჭირთაჲსა თავს-დებად გუამცნებს, რჲთა აქა სოფელსა ამას შინა ზიარებითა ვნებათა ქრისტესთაჲთა მერმესა მას საუკუნესა განვიხაროთ თანა-ზიარებითა დიდებასა მას მისსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის