თარგმანი: ყოვლისავე განსაცდელისა, სენთა და სალმობათა, დევნულებათა და ჭირთაჲსა თავს-დებად გუამცნებს, რჲთა აქა სოფელსა ამას შინა ზიარებითა ვნებათა ქრისტესთაჲთა მერმესა მას საუკუნესა განვიხაროთ თანა-ზიარებითა დიდებასა მას მისსა.
1 პეტრე 4:13
12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ.13. არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ.14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით.
1 პეტრე თავი 4