მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 4:18

17. რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ?18. და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?19. ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა ვითარცა სარწმუნოთა დამბადებელსა, შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილის საქმითა.
1 პეტრე თავი 4
18. და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?
თავი ვ̂. ვითარმედ ზიარებისათჳს ქრისტესისა სამართალ არს ძლევაჲ ბუნებითთა ვნებათაჲ, და რაჲთა სასოებითა მისითა მოვითმენდეთ სხუათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა ჭირთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე ეყოს ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათა? და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღა იპოოს? (4,17-18).:

თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ კაცთა შორის ესრეთ იხილვების, რამეთუ სახლეულთა ჩუენთა უმეტეს განურისხდით ჩუენდა მომართ განმამწარებელობისათჳს, ვიდრეღა უცხოთა. ვინაჲცა, უკუეთუ პირველად ეკლესიისა მკჳდრნი განიკითხვიან და უპირატეს ურწმუნოთა მორწმუნენი დაიშჯებიან, რაოდენ უმეტესი ძრწოლაჲ, თანა-აც ურჩთა მათ სახარებისათა, ესმოდის რაჲ წიგნისაგან იგავთაჲსა: უკუეთუ მართალი იგი და მორწმუნე დიდად განიკითხვის მცირეთაცა ცთომათათჳს, რაჲღა ეყოს უღმრთოსა მას (რომელ არს უცხოჲ შჯულისაგან ღმრთისა) და ცოდვილსა მას, რომელი შჯულსა შინა ღმრთისასა ცოდავს და მცირედ-მცირედ იგიცა უშჯულოებად მიიწევის მიმყოვრებულად მოუქცეველობითა ცოდვისაგან. ხოლო ესევე სიტყუაჲ — პირველად სახლით ღმრთისაჲთ დაწყებაჲ საშჯელისაჲ - სახარებასაცა შინა განგემარტების, რამეთუ პირველად მარჯუენითთა ესმის: მოვედით, კურთხეულნო, და ეგრეთღა ცოდვილთა: წარვედით, დაწყეულნო.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის