მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 4:5

4. ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით,5. ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა, ვითარცა-იგი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი,6. არა გარდასლვად და მოანგაჰრებად საქმესა ძმისა თჳსისასა, რამეთუ შურის-მეძიებელ არს ღმერთი ამათ ყოველთათჳს, ვითარცა-იგი წინაწარ გარქუთ თქუენ და გიწამებდით.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 4
5. ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა, ვითარცა-იგი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი,
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ; რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა. რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ ().

1. სიწმიდის მცნება და სათნოებაში აღმატება

როდესაც გადაუდებელ და ხელთმყოფ საკითხებზე შეჩერდება და შემდეგ უკვე მუდმივზე შედგომას აპირებს, იმაზე, რისი მოსმენაც განუწყვეტლივ საჭიროა, წინ უსვამს ამ სიტყვას: „ამიერითგან“ (), ანუ: მარადის და განუწყვეტლივ „გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ“ (). საოცარია! თავის თავს შეგონებისთვისაც კი სარწმუნოდ არ მიიჩნევს, ამბობს; თუმცა ვინ იყო ასე სარწმუნო? არამედ ქრისტეს იხმობს თანამოწმედ. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის