1.სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.2.ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.3.და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.4.და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.5.და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა,6.რამეთუ დაუტევა ერი თჳსი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო ვითარცა დასაბამსა სოფელი მათი მისნობითა, ვითარცა უცხოტომთაჲ და შვილნი მრავალნი უცხოტომნი იყვნეს მათდა,7.რამეთუ აღივსო სოფელი მათი ვერცხლითა და ოქროჲთა, და არა იყო რიცხჳ საუნჯეთა მათთა და აღივსო ქვეყანა მათი ცხენებითა, და არა იყო რიცხჳ ეტლებისა მათისაჲ.8.და აღივსო ქვეყანაჲ საძაგელებათაგან საქმეთა ჴელთა მათთასა და თაყვანის-სცეს, რომელნი ქმნნეს თითთა მათთა.9.და მოდრკა კაცი და დამდაბლდა მამაკაცი, და არა ულხინო მათ.10.და აწ შევედით კლდეთა მიმართ და დაიმალენით ქვეყანასა შინა პირისაგან შიშისა უფლისაჲსა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს მოსრვად ქვეყანისა,11.რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,12.რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,13.და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისსა, მაღალთა და განსაცხრომელთა და ყოველსა ზედა ხესა რკოჲსასა ბასანურსა,14.და ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა,15.და ყოველსა ზედა ზღუდესა მაღალსა, და ყოველსა ზედა გოდოლსა მაღალსა,16.და ყოველსა ზედა ნავსა ზღჳსასა, და ყოველსა ზედა ხილვასა ნავთა შუენიერებისასა.17.და დამდაბლდეს ყოველი კაცი და დაეცეს სიმაღლე კაცთაჲ და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა.18.და ჴელითქმნულნი ყოველნი დამალნენ19.შემხუმელთა ქუაბებისა მიმართ და დანახეთქებისა კლდეთასა და ნაპრალთა მიმართ ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა,20.რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა,21.შესლვად ნაპრალებსა მყარისა კლდისასა, და ჴურელებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა.22.და დასცხრენით კაცისაგან, რომლისა სამშჳნველი მისი ცხჳრთა შინა მისთა არს, რამეთუ რაჲსა შერაცხილ იქმნა მათდა?
„სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა“ ().
1.
აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველებს ყველა წინასწარმეტყველება ერთბაშად არ უთქვამთ; არამედ სხვადასხვა დროს შთაგონებულნი გარკვეულ ნაწილებს აუწყებდნენ, რომლებიც შემდეგ ერთად შეიკრიბა და ერთ მთლიან წიგნად იქცა.ამიტომაც ასე იწყებს.მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ აქედან...
1. წიგნი შობისა. - რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ მსგავსად წინასნარმეტყველთა "ხილვა" ან "სიტყვა" ნაცვლად შობისა? ისინი ხომ ასე წერდნენ: ხილვა, რომელი იხილა ესაია (), ან: სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი (). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და ამასთან დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ იმგვარს, რაც წინასწარმეტყველთა თქვეს, წინასწარ არაფერს ამბობს. სათქმელი სხვაც მაქვს: ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმიდით წარმოისახეს და ამიტომაც უწოდებდნენ ხილვას, ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ გრძნობიერად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა: "ხილვა, რომელი ვიხილე", ან "წარმოსახვა", არამედწიგნი შობისა.
იესო. - სახელი "იესო" ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში მაცხოვარს ნიშნავს, რამეთუ სიტყვით "იაო" ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
...მიიღო დასაწყისი. იქიდან გამობრწყინდა ჯვარი; იქიდან — ურიცხვი დიდებული საქმე.ამიტომაც ესაია, ახალი აღთქმის სჯულის შესახებ რომ წერს, ამბობს: „რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით. და შჯიდეს შორის ნათესავთასა“ ().
რადგან აქ სიონად მთელ ადგილს მოიხსენიებს და მასთან მდებარე ქალაქსაც, იუდეველთა დედაქალაქს.იქიდან, როგორც სარბიელის საწყისი ზღუდიდან, მოციქულები, მარდი ცხენებივით, მთელ მსოფლიოსკენ გაეშვნენ; იქიდან დაიწყეს სასწაულთა ქმნა; იქ მოხდა აღდგომა, იქ — ამაღლება, იქ — ჩვენი ცხონების შესავალი და დასაწყისი; იქ დაიწყო გამოუთქმელ მოძღვრებათა ქადაგება.იქ პირველად გამოცხადდა მამა, შეიქნა ცნობილი მხოლოდშობილი და მიეცა სულიწმინდის ესოდენი მადლი.იქვე მოციქულები სიტყვას წარმართავდნენ უსხეულოთა, ნიჭების, ძალებისა და აღთქმის მომავალ სიკეთეთა შესახებ.ამ ყოველივეს გულისხმობდა წინასწარმეტყველი, როცა ყოველივე ამას მის მშვენიერებას უწოდებს....
...ლენათა ჭეშმარიტებას დაინახავ. რადგან აქედან გავრცელდა ზეიმი ყველგან, მთელ სამყაროში; აქედან — მხიარულება და სიხარული; აქედან — სიბრძნისმოყვარეობის წყაროები; აქ ჯვარს ეცვა ქრისტე და აქედან გამოვიდნენ მოციქულები: „რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით“ (); და ამ სიხარულსაც უკვდავი ფესვები აქვს.
„მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი“ ().სხვა ამბობს: „სიონის მთები, ჩრდილოეთის თეძოები“.ებრაული კი ასეა: „არ სიონ იერხთი საფუნ“.რის გამო, მითხარი, ახლა ჩრდილოეთს იხსენიებს და ადგილის მდებარეობას გვიჩვენებს?იმიტომ, რომ, როცა ბარბაროსები ესხმოდნენ თავს, მათ წინააღმდეგ ომი გამუდმებით იქიდან ღვივდებოდა; წინასწარმეტყველებიც გამუდმებით ამას ამბობენ: მტერს ჩრდილოეთიდან მომავალად მოიხსენიებენ და იქიდან ანთებულ ქვაბს აღწერენ; რადგან სპარსელთა ქვეყანა პალესტინის მიმართ ასე მდებარეობს.ამიტომ, მომხდარით გაკვირვებულმა, ე...