...ვინც ნათლის საქმეებს აკეთებენ. „და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი“ ().
ამრიგად: „აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (). „რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან“ (); ხოლო „ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ“ (). აქ აჩვენებს, რომ დღის ნათელში ყოფნა ჩვენზეა დამოკიდებული. აქ კი — ამ ხილულ დღესა და ღამეს ვგულისხმობ — ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული: ჩვენი ნების წინააღმდეგაც დგება ღამე და ჩვენდა უნებურად ძილი გვიპყრობს. ხოლო იმ სულიერი ღამისა და ძილის შემთხვევაში ასე აღარ არის, არამედ შესაძლებელია მუდამ მღვიძარება, შესაძლებელია მუდამ დღეში ყოფნა. რადგან სულის თვალების დახუჭვა და ბოროტებისაგან მომდინარე ძილის მოწევა ბუნების საქმე კი...