მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:19

18. ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა,19. და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;20. რომელ არიან ჳმენოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა განისწავლნენ არა-გმობად.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
19. და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა, და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;“ ().

1.

სწავლებისა და მღვდლობის ღირსება დიდი და საკვირველია და ჭეშმარიტად ღვთის არჩევით განჩინებას საჭიროებს, რათა ღირსეული კაცი შუაში გამოიყვანოს. ასე ხდებოდა ძველადაც და ასე ხდება ახლაც, როცა არჩევას ადამიანური ვნების გარეშე ვასრულებთ, როცა არავითარ ყოფითს არ შევყურებთ: არც მეგობრობას და არც სიძულვილს. რამეთუ თუნდაც ასეთი დიდი სულის მოზიარენი არ ვიყოთ, კეთილი განზრახვაც საკმარისია, რათა ხელდასხმა ღვთისაგან მიიზიდოს. რადგან მოციქულებიც კი არ იყვნენ სულის მოზიარენი, როცა მატათია აირჩიეს; არამედ საქმე ლოცვას მიანდეს და იგი მოციქულთა რიცხვში ჩარიცხეს, რადგან ადამიანურ მეგობრობას არ...

სრულად ნახვა
ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...როგორც რწმენას მოჭიდებულნი მტკიცე ღუზას ეყრდნობიან, ასევე მისგან გამოვარდნილნი ვერსად დგებიან; მრავალი ხეტიალით ზევით და ქვევით დაბნეულნი ბოლოს თვით წარწყმედის უფსკრულებში მიექანებიან. ეს მან უკვე ცხადყო, როცა თქვა, რომ ზოგნი უკვე „სარწმუნოებისაგან განცჳვეს“ (). ახლაც ამბობს: „ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა“ (). ამას მანიქეველებზე, ენკრატიტებზე, მარკიონისტებზე და მათ მთელ სახელოსნოზე ამბობს: „უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან“ (). ხედავ, რომ ამის შემდგომ ყველა ბოროტების მიზეზი რწმენისგან განდგომაა? რას ნიშნავს „ცხადად“? აშკარად, ნათლად, უეჭველად, ისე რომ ეჭვი აღარ დარჩეს. ნუ გაგიკვირდება, ამბობს, თუ ახლა ზოგნი რწმენისგან განდგომის შემდეგ კვლავ იუდეველობე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა, არამედ თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (4,21-22).:

...ასა, რომელნიიგი მცირედსა ადგილსა შემძლებელ არიან ჴელთა მიერ და ფერჴთა წარვლად, და უკუეთუ შინარე შევიდენ, ადრე დაინთქმიან ღელვათაგან; ეგრეთვე რომელნი თჳსითა გულისსიტყჳთა ისწრაფდენ რაჲსმე პოვნად წერილისა, პირველ პოვნისა დაინთქმიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი-იგი სარწმუნოებისაგან დაინთქნეს“. არამედ ჩუენ რაჲთა არა მასვე შთავცჳვეთ, ამისთჳს კეთილი იგი ზღუდჱ მოვიღოთ, რომლითა აწ სამარიტელი მოიზიდა ქრისტემან, რამეთუ თქუა რაჲ მან თჳთ: ვი-თარ თქუენ იტყჳთ: „იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ“?2 ჰრქუა მას ქრისტემან: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმს, არამედ თაყუანისსცემდეთ მამასა“. ფრიად მაღალი სიტყუაჲ გამოუცხადა მას, რომელიესე არცა ნიკოდემოსს, არცა ნათანაელს ჰრქუა, რამეთუ იგი დედაკაცი ისწრაფდა, რაჲთამცა საქმენი სამარიტელთანი უაღრესად ჰურიათა გამოაჩინნა, და მამათა მოწამედ მოიყვანებდა. ხოლო ქრისტემან არა მისისა კითხვისაებრ მიუგო, რამეთუ არცა საჴმარ იყო მაშინ ჩუენებაჲ, თუ რაჲსათჳს მამანი მთასა მას და ჰურიანი იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეს. ამისთჳს ესე დაიდუმა და უაღრჱსი ორთაჲსავე მიუთხრა და უჩუენა, ვი-თარმედ არცა ჰურიათა, არცა მათ აქუს დიდი რაჲ საქმჱ მომავალისა მის თანა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (24,4-6).:

...მახარებელი, ვითარმედ: აწცა ანტექრისტენი მრავალნი არიან; და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელთამე კეთილი გონებაჲ განიშორეს და სარწმუნოებასა შეეცოდნეს, რომელნი-იგი არიან იმენეოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა ისწავლნენ არა გმობად“. და კუალად იტყჳს: „ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რომელ-იგი არიან იმენეოს და ფილიტოს“. (2 ტიმ. 2, 16-17) და რაჲთა არა მრავალთა წარმოვიტყოდი, ამათ ესევითართა მოასწავებს უფალი აწ და განაკრძალებს მათ საცთურისა მისგან მათისა და ყოველთა მათ გინა თუ კერპთმსახურებისა, გინა თუ წვალებისა მეტყუელთა. მერმე განსაცდელთა მათთჳს იერუსალჱმისათა იწყო სიტყუად: „გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლა-თანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“.

ამათ სიტყუათა მიერ ბრძოლანი იგი ჰრომთანი მოასწავნა, ჰურიათა მიმართ ყოფადნი, და მოწაფენი განამტკიცნა და აუწყა, ვითარმედ არა მეყსეულად მოწევნად არს აღსასრული. მერმე განავრცელებს უწყებასა ყოფადთა მათ საქმეთასა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილ...

სრულად ნახვა