მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:1

1. სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.2. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
1. სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.“ ().

1.

როდესაც ეპისკოპოსობის შესახებ სიტყვის დაწყებას აპირებს, ერთბაშად აჩვენებს, როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი; ამას იგი არა ტიმოთესადმი ცალკე შეგონების რიგით აკეთებს, არამედ ისე, თითქოს ყველას ესაუბრება და მისი მეშვეობით ყველას აწესრიგებს. და რას ამბობს? „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს“ (), ამბობს, არ ვადანაშაულებ; რამეთუ ეს წინამძღოლობის საქმეა. თუ ვინმეს ისეთი მისწრაფება აქვს, რომ მხოლოდ მთავრობასა და ხელმწიფებას კი არ ეტრფის, არამედ წინამძღოლობას, არ ვადანაშაულებ; რადგან,...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...უარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.“** ().

1.

რატომღა სწერს ტიმოთეს მეორე ეპისტოლეს? თქვა: „ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა“ (); ეს არ აღსრულდა; ამიტომ წერილებით ანუგეშებს მას ხილვის ნაცვლად, რადგან, შესაძლოა, იმითაც იყო დამწუხრებული და იმითაც, რომ მაშინ უკვე მმართველობას მოჰკიდებოდა ხელი. რადგან, თუნდაც ვინმე დიდი კაცები იყვნენ, როცა ეკლესიის საჭესა და მართვას იკისრებენ, უცხო რამ ემართებათ: მრავალი მხრიდან საქმეთა მრავალ ტალღაში იძირებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქადაგების დასაწყისი იყო, როცა ყველაფერი მოუხნავი იყო, ყველაფერი მტრულად იდგა და ყველაფერი წინ ეღობებოდა. და მხოლოდ ეს კი არა, მწვალებლობებიც იყო, იუდეველი მოძღვრებისგან დაწყებული, რაც წინა ეპისტოლეშიც გამოაჩინა. მაგრამ მას მხოლოდ წერილებით კი არ ანუგეშებს, არამედ თავისთანაც უხმობს: „ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე“ (), ამბობს, და: **„მო...

სრულად ნახვა
ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ილად მსახურ ქრისტე იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ“** (). ეს რა არის? ის, რაც თქვა: რომ „დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ“ (), რომ ამათგან თავის შეკავება ეშმაკთა საქმეა, და რომ საჭმელი „განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა“ ().

ამბობს: „იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ“ (). „ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა“ (). ამბობს: „ამას ასწავებდ ძმათა და იყო კეთილად მსახურ ქრისტე იესუჲსა“ (). ხედავ, აქ არსად არის მბრძანებლობა, არამედ დამდაბლება? „ასწავებდ“, ამბ...

სრულად ნახვა
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...აჰა, მიანიშნა, რას ნიშნავს, რომ ბრალდებისგან მიუწვდომელნი იყვნენ. ნახე კი, როგორ აქაც დებს სიტყვას: „ნუ ახალნერგ“ (). რადგან როცა თქვა: „და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად“ (), ეს ისე მოაყოლა, როგორც მას ეპისკოპოსზეც ჰქონდა ნათქვამი; რამეთუ მათ შორის არავითარი შუალედი არ არის. ამიტომაც იქაც ნათქვამია: „ნუ ახალნერგ“ (). რადგან განა უჯერო არ არის, რომ სახლში ახლად ნაყიდ მონას ჯერ არაფერი ჩააბარონ შინაურთაგან, ვიდრე ხანგრძლივი გამოცდილებით თავისი გონების მრავალ საბუთს არ მისცემს, ხოლო ღვთის ეკლესიაში გარედან შემოსული კაცი მაშინვე პირველთა შორის ჩაირიცხოს?

ამბობს: „ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა“ (); დიაკონ ქალებს გულისხმობს. ზოგნი ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ქალებზე ითქვა;...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ამაში ისინი ამ საქმეთა გამო მცირე საზღაურს კი არ მიიღებენ, არამედ მეტად დიდს, რადგან ქრისტესთვის მოღვაწეები აღზარდეს. ხოლო სიწმიდეს სწორ ცხოვრებას უწოდებს, უმანკოებას კი - კდემამოსილებას.

„სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (). ეს ზემოთქმულს ეხება და არა სიტყვების მიმართ: „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ (). რადგან ეს საეჭვო იყო, ამიტომ ამბობს: „სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (), რომ მამებიც შეძლებენ შვილთა სათნოებით სარგებლობას და დედებიც, როცა მათ კარგად აღზრდიან. მაშ რა, თუ თავად იგი ბოროტი იყოს და უთვალავი ბოროტებით სავსე? ნუთუ შვილთა აღზრდის გამო სარგებელს მიიღებს? განა უფრო მოსალოდნელი არ არის, რომ მათაც ასეთებად, თავის მსგავსებად, აღზრდის? ამას სათნო დედაკაცზე ამბობს და არა ნებისმიერ სხვაზე: ის ამ...

სრულად ნახვა
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...კვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვითონაც მზად იყო მასთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების პატრონი: საპყრობილეში ცხოვრობდა, ნერონის მიერ იყო ჩაკეტილი და სულ მალე უნდა აღსრულებულიყო. ამიტომ, რათა ეს არ მომხდარიყო მოწაფის ხილვამდე, მას იხმობს, რადგან აღსასრულამდე მისი ნახვა სწყუროდა და, შესაძლოა, მრავალი რამეც უნდა მიენდო; ამის გამო ამბობს: „ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად“ ().

„რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე“ (). და არ ამბობს: „რათა ამ ცხოვრებიდან გასვლამდე გნახო“, რაც ყველაზე მეტად ამწუხრებდა, არამედ ამბობს: „რაკი მარტო ვარ, არავინ მყა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2004 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ვევა, როდესაც იბეჭდება ცილისმწამებლური წერილები და გამიზნულად ხდება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდობლობის გაღვივება. მათ ავტორებს ავიწყდებათ, რომ ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია, რომელიც კლდესა ზედა არის დაშენებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია „სუეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა“ ().

წმიდა ბასილი დიდი ასე გვარიგებს: „შენ ხარ კეთილმოწყობილი ჭურჭელი, რომელმაც უფლისაგან სიცოცხლე მიიღე: ადიდე შენი შემოქმედი, რადგან იმისთვის ხარ მოწოდებული, რომ იყო ღირსეული გამოვლინება ღვთის მადლისა; ეს სამყარო შენთვის, ცოცხალი წიგნია, რომელიც უფლის სიდიადეს ქადაგებს და შენ, გონიერ არსებას, მის იდუმალ და უხილავ ბრწყინვალებას გაზიარებს, რათა შეიცნო ჭეშმარიტების ღმერთი“. (გრ. დიაჩენკო, „სარწმუნოება“, გვ. 176).

ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი, ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.

შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.

სააღდგომო საგალობელში ვკითხულო...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1998 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::

...თ ყველა დაკარგულ ცხოვარს, ვითარცა უძღებ შვილს.

ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის „ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე“ (). შევთხოვ შემოქმედს, ყველანი ერთად ვიყოთ უფალში და ჭეშმარიტი ეკელსიის წიაღში.

ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაე, აღდგომილმა მაცხოვარმა სიყვარულით შეკრას და შეაერთოს სრულიად საქართველო, რათა ერთად ვადიდოთ შემოქმედი და გავიხაროთ, რომ „ღამე იგი მიიწურა და მოახლოვდა დღე;

მაშ განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით“ ().

ძმანო და დანო, გიხაროდეთ,

ქრიტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

პასექი ქრისტესი, თბილისი, 1998 წ.

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...რივი დამაარსებლის სისხლითა და სულიწმიდის მადლით, რომელიც წმიდა საიდუმლოთა შესრულებისას მოეფინება მლოცველთ.

მაინც რა არის ეკლესია, რა ძალაა მასში? რატომ არ არის საკმაისი ვიყოთ მხოლოდ მორწმუნე?

ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული „სახლს ღმრთისას“ (), „ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა“(), „დედას მორწმუნეთა“ და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც თავად იგია (რომ. 12,5: I კორინ. 6,15; 12,12-28).

წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ () - ბრძანებს უფალი.

წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: „ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას“. (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...არნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე და ძესა არა? ისმინე მისივე პავლესი, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ხოლო უხილავისა ხატი უხილავივე არს, თუ არა, ვითარ იყოს ჭეშმარიტად ხატ მისა? ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი-იგი გამოჩნდა ჴორცითა“, რამეთუ გამოჩინებაჲ იგი ჴორცთაჲ იყო და არა ბუნებისა მის ღმრთეებისაჲ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა კაცთა მიერ ოდენ უხილავ არს, არამედ ანგელოზთა მიერცა, ამისთჳს დიდმან პავლე თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“, და მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „ეჩუენა ანგელოზთა“. ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგი.

უკუეთუ კულა იტყოდის ვინმე: და ვითარ იტყჳს უფალი: „ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა ამათ მცირეთაგანსა. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ანგელოზნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსსა“. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? პირი ადგსა ღმერთსა და ცათა შინა შემოწერილ არსა? გარნა ვინმცა იყო ესრეთ განცოფებულ, რომელმანცა ესე...

სრულად ნახვა