მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:7

6. ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს.7. და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ.8. ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
7. და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ.
ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().

1.

საქმეთაგან ზოგს სწავლება სჭირდება, ზოგს კი ბრძანება. ამრიგად, თუ იმაზე გასცემ ბრძანებას, რის შესახებაც სწავლება გვმართებს, სასაცილო გახდები; და კვლავ, თუ იმაზე ასწავლი, რის შესახებაც ბრძანება გვმართებს, იმავეს ასევე განიცდი. რას ვამბობ, მაგალითად: ბოროტი რომ არ უნდა იყო, ამის შესახებ სწავლება კი არ არის საჭირო, არამედ ბრძანება და უფრო მეტი ხელმწიფებით აკრძალვა; ასევე, იუდეველობა რომ არ უნდა იყოს, ამას ბრძანება სჭირდება. ხოლო თუ ამბობ, რომ საჭიროა, კაცმა თავისი ქონება გასცეს, რომ საჭიროა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის