...1 ტიმ 6:7); ბუნება შიშველი მოვიდა და შიშველი წავა. ამიტომ ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება; თუ არაფერი შემოგვიტანია, არც რაიმეს მქონენი წავალთ. „ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ“ (). იმდენი და ისეთი უნდა ვჭამოთ, რამდენიც საკმარისია გამოსაკვებად; ისეთი უნდა შევიმოსოთ, რაც მხოლოდ ჩვენს დაფარვას და სიშიშვლის დაფარვას უნდა ემსახურებოდეს, ზედმეტი არაფერი. ამას კი უბრალო სამოსელიც შეძლებს. შემდეგ აქედან აღძრავს და ამბობს: „ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე“ ().
2.
მან უბრალოდ მდიდრები კი არ თქვა, არამედ მოსურნენი. რადგან შესაძლებელია, ვინმეს ფულიც ჰქონდეს, კეთილად განაგებდეს მას, არაფრად აგდებდეს და ღარიბებს უნაწილებდეს. ამრიგად, ასეთებს კი არ ამხელს, არამედ მათ, ვისაც სიმდიდრე სწყურია. ხოლო ვისაც გამდი...