...საკმარისია გამოსაკვებად; ისეთი უნდა შევიმოსოთ, რაც მხოლოდ ჩვენს დაფარვას და სიშიშვლის დაფარვას უნდა ემსახურებოდეს, ზედმეტი არაფერი. ამას კი უბრალო სამოსელიც შეძლებს. შემდეგ აქედან აღძრავს და ამბობს: „ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე“ ().
2.
მან უბრალოდ მდიდრები კი არ თქვა, არამედ მოსურნენი. რადგან შესაძლებელია, ვინმეს ფულიც ჰქონდეს, კეთილად განაგებდეს მას, არაფრად აგდებდეს და ღარიბებს უნაწილებდეს. ამრიგად, ასეთებს კი არ ამხელს, არამედ მათ, ვისაც სიმდიდრე სწყურია. ხოლო ვისაც გამდიდრება სურს, ამბობს: „ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად“ (); აქ ის მახეს ეშმაკის მახედაც წარმოაჩენს. კარგად თქვა - დაანთქნიან, რადგან ისე ჩაძირავენ, რომ ზემოთ ამოსვლასაც ვეღარ შეძლებენ....