თარგმანი: ამისთჳს განსაგდებელ ჰყოფს მორწმუნეთათჳს მეგობრობასა მწვალებელთასა, რაჲთა არა თანა-მეინაჴეობითა და ერთ-მოკარვეობითა მათითა შთაუგდოთ ვიეთმე ჩუენთჳს იჭჳ ბოროტი, ვითარცა თანაზიარ ვიყვენით წვალებისა მათისა. და ეს მაშინ, ოდეს ძლიერ ვიყვნეთ. ხოლო უკუეთუ უძლურნი მათ თანა აღვერეოდით მოსწაფედ, მოვიღოთ ჩუენცა გესლისაგან მათისა. ამისთჳს შორითვე ვიოტნეთ , ვითარცა მჴეცნი წამლიანნი, და ნუმცა ვეტყჳთ მათ გიხაროდენ, რომელი-იგი ღმრთისმგმობარებითა მათითა შეაწუხებენ სულსა წმიდასა, რომლითა აღბეჭდულ ვართ ჩუენ დღედ გამოჴსნისა.
2 იოვანე 1:10
9. ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს.10. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას.11. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა.
2 იოვანე თავი 1