თარგმანი: რაჲთა უჩუენოს მწვალებელთა, ვითარმედ არა გმობისაებრ მათისა ლიტონი კაცი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი ჴორცშესხმული, ამისთჳს ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელი უცხო-იქმნეს ქრისტეს მოძღურებისაგან, ყოვლად განშორებულ არს იგი ღმრთისაგან. ხოლო რომელი აღასრულებდეს მცნებათა მისთა, იგი თავადი მის შორის სავანე-ჰყოფს თანა მამით და სულითურთ.
2 იოვანე 1:9
8. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ.9. ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს.10. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას.
2 იოვანე თავი 1