მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 იოვანე 1:11

10. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას.11. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა.12. მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
2 იოვანე თავი 1
11. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა.
თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და გიხაროდენ ნუ ეტყჳთ მას, რამეთუ, რომელმან ჰრქუას მას გიხაროდენ, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა (1,10-11).:

თარგმანი: ამისთჳს განსაგდებელ ჰყოფს მორწმუნეთათჳს მეგობრობასა მწვალებელთასა, რაჲთა არა თანა-მეინაჴეობითა და ერთ-მოკარვეობითა მათითა შთაუგდოთ ვიეთმე ჩუენთჳს იჭჳ ბოროტი, ვითარცა თანაზიარ ვიყვენით წვალებისა მათისა. და ეს მაშინ, ოდეს ძლიერ ვიყვნეთ. ხოლო უკუეთუ უძლურნი მათ თანა აღვერეოდით მოსწაფედ, მოვიღოთ ჩუენცა გესლისაგან მათისა. ამისთჳს შორითვე ვიოტნეთ , ვითარცა მჴეცნი წამლიანნი, და ნუმცა ვეტყჳთ მათ გიხაროდენ, რომელი-იგი ღმრთისმგმობარებითა მათითა შეაწუხებენ სულსა წმიდასა, რომლითა აღბეჭდულ ვართ ჩუენ დღედ გამოჴსნისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის