მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 იოვანე 1:12

11. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა.12. მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.13. გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი.
2 იოვანე თავი 1
12. მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს (1,12).:

თარგმანი: აქა ცხად ყო მიზეზი სიტყუათა თჳსთა სიმოკლისაჲ, რამეთუ წინა-მაუწყებელნი ოდენ არიან მისლვისა მისისანი და არღარაჲს უმეტესისა განმაგრძობელნი, ვინაჲთგან ესავს მოკლედ ხილვასა მათსა და კეთილად განჰმზადებს მათ, რაჲთა წესიერებითა აღსავსენი დაემთხჳნენ მუნ მისლვასა მისსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის