...: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ“. ესე მაცთურთა მათთჳს მწვალებელთა და ქრისტეს წინააღმდგომთათჳს თქუა, ვითარი იყო სჳმონ მოგჳ, ვითარი იყო აპიონ, ანუ ვიონ, კირინთოს, კარპოკრატი, მანენ, კუვრიკოს და სხუანი მსგავსნი მათნი მრავალნი, რომელთათჳს იტყჳს იოვანე მახარებელი, ვითარმედ: აწცა ანტექრისტენი მრავალნი არიან; და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელთამე კეთილი გონებაჲ განიშორეს და სარწმუნოებასა შეეცოდნეს, რომელნი-იგი არიან იმენეოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა ისწავლნენ არა გმობად“. და კუალად იტყჳს: „ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რომელ-იგი არიან იმენეოს და ფილიტოს“. (2 ტიმ. 2, 16-17) და რაჲთა არა მრავალთა წარმოვიტყოდი, ამათ ესევითართა მოასწავებს უფალი აწ და განაკრძალებს მათ საცთურისა მისგან მათისა და ყოველთა მათ გინა თუ კერპთმსახურებისა, გინა თუ წვალებისა მეტყუელთა. მერმე განსაცდელთა მათთჳს იერუსალჱმისათა იწყო სიტყუად: „გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლა-თანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“.
ამათ სიტყუათა მიერ ბრძოლანი იგი ჰრომთანი მოასწავნა, ჰურიათა მიმართ ყოფადნი, და მოწაფენი...