მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 იოვანე 1:8

7. რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა ჴორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე.8. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ.9. ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს.
2 იოვანე თავი 1
8. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ.
თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარსწყმიდოთ, რაჲ-იგი ჰქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მიიღოთ (1,8).:

თარგმანი: მუშაკობასა თანა საღმრთოსა ესე საძიებელ არს, რაჲთა მარადის მზა ვიყვნეთ ცვად საღმრთოთა მათ ნაყოფთა, რაჲთა არარაჲ მათგანი განრყუნას და უჴმარ ყოს მტერმან, ვიდრე ჟამამდე ნაყოფთა შეკრებისა, რომელსა შინა შევწირნეთ ნამუშაკევნი ჩუენნი და მოვიღოთ სასყიდელი უფლისაგან და მეუფისა ქუეყანისა მის გულთა ჩუენთაჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის