თარგმანი: არა უწოდს ჭირად, არამედ სიკუდილად, რაჲთა გამოაჩინოს სიმძიმე მისი; და კუალად, აღდგომასა გუამთასა დაუმტკიცებს, ვითარმედ: რაჲსა ურწმუნო არიან ვიეთნიმე მკუდართა აღდგომისათჳს, რამეთუ აჰა მისცა ღმერთმან სახედ ჩუენი ყოვლით კერძო მომკუდართაჲ, მხოლოდ მის მიერ განცხოველებაჲ.
9. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,10. რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს.11. თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1