თარგმანი: პირველსა მას ებისტოლესა შინა მაშინღა ეთქუა მისლვაჲ მათდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლოს, ხოლო აწ ეტყჳს პირველად მუნ მისლვასა, და ეგრეთღა მაკედონიად წარსლვასა.
რაჲ არს ესე? ნუუკუე თჳთვე წინა-აღუდგების თავსა თჳსსა? —ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესოდენ უცონო ვარ მოსლვად თქუენდა, რომელ, დაღაცათუ პირველ მაკედონიას მეთქუა წარსლვაჲ, არამედ მენება, რაჲთა უპირატეს მათსა თქუენდა მოვიდე, გარნა არა მიფლეს საქმეთა შემთხუევამან ქმნად რასმე ნებისაებრ ჩემისა.