თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ესე რაჲ მენება, ნუუკუე სისუბუქით ვიჴუმიეა? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ სისუბუქითა ცნობისაჲთა ვცვალე ნებებაჲ იგი და განზრახვაჲ, გარნა ამისთჳს, რამეთუ რასა-ესე განვიზრახავ, არა ჴორციელად განგიზრახავ.
2 კორინთელთა მიმართ 1:17
16. და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.17. ამას უკუე რაჲ განვიზრახვედ, მცირედ რაჲ-მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეჲ ჰე და არაჲ - არა?18. ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო ჰე და არა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1