1.პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა:2.მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.3.კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ.4.რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ.5.რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი.6.რამეთუ გინა თუ ვიჭირვით, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა, რომელითა-ესე ჩუენცა გუევნების.7.და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. გინა თუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინის-ცემასა.8.რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა.9.არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,10.რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს.11.თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს.12.რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესად-ღა თქუენდა მიმართ.13.რამეთუ არა თუ სხუასა რასამე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ.14.ვითარცა-იგი მიცნენით ჩუენ ჟამად-ჟამად, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ - ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.15.და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს,16.და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.17.ამას უკუე რაჲ განვიზრახვედ, მცირედ რაჲ-მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეჲ ჰე და არაჲ - არა?18.ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო ჰე და არა.19.რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა.20.რამეთუ რაოდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰე იგი და მას შინა ამინი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.21.რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან,22.და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.23.ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.24.არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.
პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ (1,1).
გუაკურთხენ, მამაო.
სახელისათჳს უკუე, ვითარცა ყოველსა ებისტოლესა, ეგრეთვე აქაცა ცხად არს, ვითარმედ შორიელთა მიმართ მისწერს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "პავლე", და ზედა-დაჰრთავს პატივსა მას მოციქულებისა თჳსისასა, არა ლიტონად და თავით თჳსით მოგებულად, არამედ ღმრთისა მიერ მისდა მონიჭებულად, რამეთუ, რაჲთა უცხო იყოს ყოვლისა ზუაობით სიქადულისაგან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ნებითა...
მოციქულისაჲ: და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად (1,15).
თარგმანი: რომელი არს სასოებაჲ იგი, გარნა თუ რაჲთა სიქადულ მისსა იყვნენ იგინი დღესა მას უფლისა იესუ ქრისტესსა, და რამეთუ უყუარან იგინი, და რამეთუ არარაჲ სივერაგეთა და ზაკუვათაგანი შეუცნობიეს ყოვლად უმანკოჲსა მის გონებისა თჳსისადა.
მოციქულისაჲ: რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს (1,15).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მრჩობლი სიხარული. პირველად - ებისტოლისა მიერ პირველისა, რომელსა შინა აღეთქუა მისლვაჲ მათდა, და მეორედ — თჳთ...
ესე ებისტოლე მიუწერა მაკედონიაჲთ, რამეთუ მათ შე-რაჲ-იწყნარეს პირველი იგი ებისტოლე, ლმობიერ იქმნეს და შეწუხნეს თუ ვითარ შეურაცხ-ეყო ცოდვაჲ იგი მსიძავისაჲ მის ბოროტად. და კუალად ეტყოდეს მრავალნი, ვითარმედ ჯერ-არს მოსეს რჩულისა დამარხვაჲ, და ამისთჳს მიუწერა მათ ესე ებისტოლე.
პავლესი: ამას რაჲ ვზრახევდ, ნუ-უკუე მცირედ რაჲ-მე მიყოფიეს? ანუ რომელსა ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავ? (1,17).
თარგმანი: მეგულებოდა თქუენდა მომართ მოსლვაჲო. და რაჲსათჳს არა მოვედ? —ამისთჳს,...
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:
...ითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ, რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა“.
ხოლო შენ, კაცო, რაჟამს შეგემთხჳოს მცირე რაჲმე განსაცდელი, იწყი დრტჳნვად, ვითარმცა ყოველნი ჟამნი შენნი განსაცდელსა მას შინა გარდაგეჴადნეს, და მრავალთა მათ კეთილთა და ნუგეშინის-ცემათა ღმრთისათა, რომელნი მოუცემიან შენდა სიყრმით შენითგან, უმადლო იქმნი და მოვიწყე; რამეთუ ესე საქმე არს კაცთა უგუნურთა და უგულისჴმოთაჲ, რომელ-თა-ესე გუნებავს, რაჲთამცა დღითი-დღე სიხარულსა და განცხრომასა შინა ვიყვენით. ამისთჳსცა მცირედი თუ მწუხარებაჲ მოიწიოს, ყოველივე დავივიწყით და შევჰრაცხნით თავნი ჩუენნი, ვითარმცა სამარადისოსა მწუხარებასა შინა ვიყოფოდეთ, და არა გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ არა შესაძლებელ არს კაცისა მარადის მწუხარებასა შინა ყოფად. რამეთუ ესრეთ არს ცხორებაჲ ესე საწუთროჲსაჲ: არცა ესევითარი სადა იპოების საქმე, რაჲთამცა მარადის სიხარულსა შინა იყო და არასადამცა შეემთხჳა მწუხარებაჲ; არცა ესე შესაძლებელ არს, რაჲთამცა ყოვლადვე მწუხარებასა შინა ვინ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა მას ზედა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. და მოუჴდეს მას მოწაფენი, აღადგინეს უფალი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით! და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა, შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა, და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“ (8,24-26).:
..., ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გარდარეულად უფროჲს ძალისა დაგჳმძიმდა, ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხორებისაცა. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა თჳსთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი, რომელმან ესევითარისა სიკუდილისაგან მიჴსნა ჩუენ“. და სხუანი მრავალნი ძნელოვანნი შეემთხჳნეს, ვიდრეღა ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა მოსწყდეს. და მის ყოვლისა წინაჲთვე მომასწავებელი იყო ღელვაჲ იგი. ამისთჳსცა, ჰრქუეს რაჲ: „უფალო, მიჴსნენ ჩუენ“, პირველად მათ შეჰრისხნა და მერმე ზღუასა მას, რამეთუ შეშფოთებაჲ იგიცა მათი უმჯობესისა მათისათჳს იქმნა, რაჲთა აქუნდეს ამისა შემდგომადცა ჴსენებაჲ საკჳრველებისაჲ მის. და ამისთჳსცა მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა, რამეთუ უკუეთუმცა ეღჳძა, არამცა ესრეთ შეშინებულ იყვნეს, არცამცა ვედრებულ. ამისთჳს მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა ზედა იხილნეს ქველისმოქმედებანი მისნი, ხოლო მათ ზედა არა ქმნულ იყო სასწაული, რამეთუ არცა მკელობელ იყვნეს, არცა ბრმა, არცა სხჳთა რაჲთმე უძლურებითა შეპყრობილ, და ჯერ-იყო, რაჲთა თავთა ზედა თჳსთაცა იხილესმცა ქველისმოქმედებაჲ მისი. ამისთჳს შეუნდო მოწევნად ზამთრისა მის, რაჲთა შეშინდ...