თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: "არა მაქუს ფლობაჲ ქმნად რასმე თავით თჳსით, არამედ ესრეთ მოვაქცევ, რაჲცა რაჲ მეთქუას, და ესრეთ ვიქმ, ვითარცა ენებოს სულსა წმიდასა", რაჲთა არა თქუან მათ, ვითარმედ: "ნუუკუე სიტყუასა მასცა, რომელი ექადაგა მათდა, უჴმდეს შეცვალებაჲ, ვითარცა თჳნიერ სულისა თქუმულსა", ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი ვთქუ, მისლვისათჳს ვთქუ და არა-მისლვისა, ხოლო სარწმუნოებისათჳს და ქადაგებისა ღმერთსა ვხადი სარწმუნო მყოფელად, ვითარმედ: რაჲ-იგი მიქადაგებიეს თქუენდა, მტკიცე არს და უცვალებელ. და არა არს მას შინა რომლისამე "ჰეობაჲ" და რომლისამე "არაობაჲ", არამედ ყოველივე ჰე არს და მტკიცე მიუკუნისამდე. ხოლო უკჳრდეს თუ ვისმე მოციქულისაჲ, ანუ იტყოდის მისთჳს, ვითარმედ: "ნუუკუე არა სულითა წმიდითა აღეთქუა მისლვაჲ იგი მათდა?" — ესე ნუ იყოფინ, უკუეთუმცა რაჲმე მან თქუა თჳნიერ სულისა წმიდისა, არამედ, რაჲ-იგი მაშინ უბრძანა სულმან თქუმად და აღთქუმად რაჲსათჳსცა უმჯობესისა განგებულებისა, იგი თქუა და აღუთქუა, ხოლო არღარა წინაჲსწარმცნობელ იყო პავლე, უკუეთუ უბრძანებს-ღა აღთქუმისა მის ყოფად ანუ არა. რამეთუ არა მარადის ცნობაჲ, არცა ყოვლისავე...
2 კორინთელთა მიმართ 1:18
17. ამას უკუე რაჲ განვიზრახვედ, მცირედ რაჲ-მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეჲ ჰე და არაჲ - არა?18. ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო ჰე და არა.19. რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1