მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:19

18. ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო ჰე და არა.19. რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა.20. რამეთუ რაოდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰე იგი და მას შინა ამინი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
19. რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ძე ღმრთისაჲ იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა, ჩემ მიერ და ტიმოთეს მიერ და სილოვანეს, არა იყო "ჰჱ" და "არა", არამედ "ჰჱ" იგი მას შინა იქმნა (1,19).:

თარგმანი: ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი ექადაგა მათდა, ძე ღმრთისაჲ იესუ ქრისტე, რომლისა ქადაგებასა თანა-იზიარებს სხუათა, და სიმდაბლითა გონებისაჲთა მოწაფეთა თჳსთა სილოვანეს და ტიმოთეს თანამოსაყდრე იყოფს საყდარსა მოძღურებისასა, ხოლო ქადაგებულსა მას მათ მიერ უფალსა არა ჰყოფს "ჰჱ" და "არა", ესე იგი არს, ვითარმცა ოდესმე ესრეთ იყო, და ოდესმე — ეგრეთ; ოდესმე არს და ოდესმე არა არს; არცა ოდესმე ესე რაჲმე, და ოდესმე იგი რაჲმე, არამედ მარადის ერთ არს და მარადის არს, და არა ერთისა ვისმე, არამედ მრავალთა პირებითა ქადაგებულ არს, რომელი-ესე უმეტეს სარწმუნო-მყოფელი არს ქადაგებისაჲ მის, ვითარმედ: "ჰჱ" იგი მას შინა იქმნა; ესე იგი არს, ვითარმედ: განკაცნა რაჲ სიტყუაჲ და ჴორციელ იქმნა, უცვალებელად ეგო ღმრთეებისაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის